Wednesday, January 24, 2024

ჰაერის დაბინძურება

 ჰაერის დაბინძურება არის გამოწვეული ატმოსფეროში ადამიანებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობისთვის სახიფათო ან კლიმატისთვის საზიანო ნივთიერებებით. ჰაერის დამაბინძურებლების ბევრი ტიპი არსებობს, როგორებიც არიან: აირები (მათ შორის: ამიაკი, ნახშირბადის მონოოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი, მეთანი, ნახშირორჟანგი და აშ.), აეროზოლები (როგორც ორგანული, ისე არაორგანული) და ბიოლოგიური მოლეკულები. ჰაერის დაბინძურებამ შეიძლია გამოიწვიოს ადამიანთა დაავადებები, ალერგიები და სიკვდილიც. ასევე, შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, ბუნებრივ გარემოს (მაგალითად, გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელი ან ჰაბიტატის განადგურება) ან ანთროპოგენურ გარემოს (მაგალითად, მჟავური წვიმა). ჰაერის დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ადამიანთა საქმიანობამ, ისე ბუნებრივმა პროცესებმა.

No comments:

Post a Comment

ვიდეო