Wednesday, January 24, 2024

გარემოს დაბინძურება

გარემოს დაბინძურება არის დედამიწისა და მისი ატმოსფეროს დაბინძურება იმ ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური კომპონენტებით, რომელიც საფრთხეს აყენებს ადამიანისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას, გამრავლებასა და გადარჩენას. სწორედ ამ კომპონენტებს ეწოდებათ დამაბინძურებლები.

დამბინძურებლების ნაწილი, შეიძლება, გარემოში ბუნებრივად მოხვდეს –  მაგალითად, ფერფლი ვულკანის ამოფრქვევისას. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ადამიანის სხვადასხვა საქმიანობის შედეგია. მაგალითად: ქვანახშირისა და ბენზინის წვა, ქიმიური ინდუსტრიის ნარჩენების  მდინარეებსა და ოკეანეში ჩაშვება და სხვა. დამაბინძურებლები უარყოფითად ზემოქმედებენ ჰაერის, წყლის, ნიადაგის ხარისხზე, ასევე ლანდშაფტზე.


No comments:

Post a Comment

ვიდეო